Overblog
Suivre ce blog Administration + Créer mon blog

პროზა

კაკუნი

შუაღამე გადასული იქნებოდა კაკუნმა რომ გამომაღვიძა. დეკემბერი იყო. საშინლად ციოდა და, რა თქმა უნდა, შუქიც არ გვქონდა. საერთოდ არ მიყვარს კაკუნი. მით უმეტეს მარტო როცა ვარ სახლში. სტუმრები მიყვარს, მაგრამ კაკუნი არა. რა იცი რა ამბავს მალავს რკინაზე არეკლილი...

Lire la suite

განცხადება პაემნის რუბრიკაში

ვარ 28 წლის, არც ისე მახინჯი. გეძებ რომ მიყვარდე... რომ გიყვარდე... არა აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა ბინა, მანქანა, მთავარია იყო... არა აქვს მნიშვნელობა... მთავარია იყო... და გიპოვო... რაც თავი მახსოვს გეძებ... რომ გაღვიძებისას, დილით, შენს მკლავს ისევ...

Lire la suite

ფრანგების ოდისეა ქუთაისში

2003 წლის 28 აგვისტოს განმეორებითი მატჩისთვის ქუთაისის “ტორპედო” ფრანგულ კლუბს _ ლანსის “ლანსს” ხვდებოდა. ფრანგ ფეხბურთელებს თან ჟურნალისტები და გულშემატკივრებიც ახლდნენ. ძალიან გვინდოდა ის დღეები უკვალოდ არ დაკარგულიყო, ეს მოკლე ჩანახატიც სწორედ ამის...

Lire la suite

პოეტი

"ის, ვინც ლექსს წერს თოკზე მოცეკვავეს ჰგავს. დადის, იღიმება, ესალმება ადამიანებს და არაფერია ამაში არაჩვეულებრივი მანამ, სანამ არ შეამჩნევენ, რომ ეს ადამიანი, ერთი შეხედვით ასეთი უბრალო და ასეთი მოქნილი, ყოველივე ამას თითის სისქის თოკზე მდგარი აკეთებს..."...

Lire la suite

რა თქვა...

- მომკლავ?- ალბათ... არა.- არა?- ჰო.- გეცოდები?- არა.- ჰო?- არა.- გიყვარვარ?- აღარ.- არ გიყვარვარ?- ჰო... გაიგე ეხლა რა თქვა... . . . . . . . . . . . . . . . . სიტყვები... სიტყვები... სიტყვები... დაძრწიან, დაბზუიან... ბუზებივით... კოღოებივით, გკბენენ......

Lire la suite

ღალატი

უყვარდა ქმარი. ისე უყვარდა, როგორც საერთოდ უყვართ ქმრები. როგორც თითქმის ყველა ქალს უყვარს ქმარი. უყვარდა დაუფიქრებლად, მოუფიქრებლად, ჩაუფიქრებლად და გადაუფიქრებლადაც კი. არ ახსოვს როდის დაიწერეს ჯვარი ან დაიწერეს კი საერთოდ. ახსოვს მხოლოდ როგორ გაცვალეს...

Lire la suite

დაცემა

დავეცი. წინ წასული ჩემი მეგობარი “ადექი!” - მიყვირის. ვერ ვდგები. ჯავრდება. არ აგაყენებო, მეუბნება. არც ვთხოვ აყენებას. ხალხის მოძრაობა არა და არ წყდება. არც მე ვაწუხებ ვინმეს და არც ჩემი დაცემა. ჩემი მეგობარი რატომ მიჯავრდება? რა ჩემი ბრალია? დაცემა...

Lire la suite

ბუზი

გონების ჩაკეტილ სივრცეში უსწრაფეს მოძრაობას იწყებს ფიქრთა მქსოვი დაზგა. სხვადასხვა ფერის ძაფები იბმება ერთი კედლიდან მეორეზე და აბლაბუდად იხლართება ჯერ კიდევ დაუდეგარი ტვინის გაუსაძლის ატმოსფეროში. თანდათან იზრდება ქსელი და ბუზივით ებმება შიგ მომავლის...

Lire la suite

მობეზრებული ერთგულება

“კარები იხურება, შემდეგი სადგური ელექტროდეპო”. თავისუფალი ადგილები იყო, მაგრამ ფეხზე დგომა არჩია. კარებს მიეყრდნო და შიგნით მყოფთ დაუწყო თვალიერება. ალბათ დაკვირვებიხართ, ზოგი ადამიანის სახე პირველივე დანახვაზე დაგაინტერესებთ. არა, ლამაზი შეიძლება არც...

Lire la suite

ჯაზი შენა ხარ

_ ნელა, ცოტა ნელა, რას აკეთებ, გაგიჟდი?_ გეშინია?_ შევასკდებით რამეს და მერე ნახავ ვის ეშინია._ გეშინია!_ სულელი ხარ, ქალები ყველანი სულელები ხართ. გააჩერე, მე გადმოვჯდები._ არა._ მაშინ ნელა, გესმის! მაინც რა მოხდა იქ, რატო გამოიქეცი?_ არ გამოვქცეულვარ._...

Lire la suite

1 2 > >>