დაცემა

Publié le par natia

დავეცი.

წინ წასული ჩემი მეგობარი “ადექი!” - მიყვირის.

ვერ ვდგები.

ჯავრდება.

არ აგაყენებო, მეუბნება.

არც ვთხოვ აყენებას.

ხალხის მოძრაობა არა და არ წყდება.

არც მე ვაწუხებ ვინმეს და არც ჩემი დაცემა.

ჩემი მეგობარი რატომ მიჯავრდება? რა ჩემი ბრალია?

დაცემა ყოველთვის უფრო ადვილია.

ჩემს ირგვლივ სწრაფად მოძრაობს ხალხი.

ათასი ფეხი წინ და უკან დადის -
წყვილ-წყვილად, თუმცა ზოგჯერ ერევა კენტიც.

გეყოფა მიწაზე ფართხალი! _ გაბრაზებულია ჩემი მეგობარი.

_ მე რომ არ ვიყო ეგდები ასე. ისწავლე, ბოლოს და ბოლოს, როგორ უნდა ადგე!

ქვევიდან მაღალი მოჩანს ხალხი, მაგრამ რომ ადგები... შედარებითია მაინც ყველაფერი.

როგორი შორია ქვემოდან ცაც და რომ წამოდგები... ჰმ, თუ კი წამოდგები...

ჩემს ირგვლივ მოძრაობს თითქოს ყველაფერი.

ყველა მე მიყურებს და მე ... ვწითლდები.

გრძნობებით სავსე შემომყურებს ათასი თვალი, მაგრამ ფეხები რატომღაც გარბის.

შორიახლოს დგას ჩემი მეგობარი და ისევ მიყვირის.

დილიდან ასეთ ხასიათზეა, რატომ, არ ვიცი.

მიწაზე გართხმული შევყურებ ზეცას და მიხარია, რომ მუხლი ნებით არ მომიყრია, არადა მუხლმოყრილი კი ვარ.

არც ხალხის წინაშე დავცემულვარ ჩემი სურვილით, უბრალოდ, ეტლი გადავარდა.

მეგობარი კი არ მაყენებს, მე რა უნდა ვქნა?!

ისე შორია ცა, რომ იქაც არ აღწევს ხმა...

2000.

Publié dans პროზა

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article
L
natia,dzalian sainteresod cer da dzalian momcons!..<br /> kargi saiti gaqvs :)<br /> imedia,mteli cxovreba carmatebuli iqnebi,rac dzalian gamixardeba...<br /> gilocav,rom aseti kargi da saintereso xar... :)<br /> interesit gavecnobi shens shemoqmedebas!..:)
Répondre