ნაბიჯები

Publié le par natia

 

 

 

მდუმარებაში თეთრი ღამის უძილო სევდა
შენი ნაბიჯის იდუმალმა გაკვეთა ხმებმა,
ვიგრძენი ჩემსკენ მომავალი სიჩუმე უტყვი,
ნაბიჯმა ნელმა გააცოცხლა სურვილი ურჩი.

 

ო, რა წმინდაა ღვთაებრივი აჩრდილი შენი
ჩემსკენ მავალი მორიდებით და ფეხაკრეფით,
ეს წყალობაა, ო, უფალო, განა ვერ ვხვდები,
მხოლოდ ციური თუ იქნება ხმები ასეთი.

 

თუ საკოცნელად გამოსული შენი ტუჩები
მართლა მიმზადებს მე სამოთხის მსგავს ნეტარებას,
თუ ეს ზმანება წარმოსახვა არ არის უტყვი,
ნანატრი სახე მე თუ მართლა არ მემალება,

ო, ნუ იჩქარებ, გევედრები, მინდა შევიგრძნო
შენი ამბორის სიტკბოება ნაზი და წმინდა,
მთელი ცხოვრება შენს ლოდინში გავლიე თითქოს
და გული ჩემი შენს მდუმარე ნაბიჯად იქცა.


პოლ ვალერი
თარგმ. ნათია ამაღლობელი.

Pour être informé des derniers articles, inscrivez vous :
Commenter cet article
L
natush sagol magari xar....magari saiti gaqvs,es leqsi gansakutrebit momecona:)))gaixare..<br />                                         lamriko :))))<br /> carmatebebi aba magrad:))
Répondre
N
დიდი დიდი მადლობა:) შენც ასევე წარმატებები!!!
J
natiii:) ra sayvareli xar nati:)
Répondre